მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს“ - კალაძე ოპერატორის გარდაცვალებაზე

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა. ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს. სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას. კითხვებს, რომელიც არსებობს უნდა მოყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს“, - აცხადებს კალაძე.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ამავე თემაზე:

✔️ „არ უნდა ვთქვათ სიმართლე იმის გამო, რომ ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა?“ - მეუფე სტეფანე

✔️ „ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა“ - პრეზიდენტი ოპერატორის გარდაცვალებაზე

✔️ „ამ ქვეყანაში ჟურნალისტებს კლავენ“ - ინგა გრიგოლია