მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა“ - პრეზიდენტი ოპერატორის გარდაცვალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიაა.

„მართლა ძალიან დიდი ტრაგედიაა. ძალიან დიდი ტრაგედია არის ქვეყნისთვის. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ვამბობ, რომ აუცილებელია საქმე გამოძიებულ იქნეს და ვინც პასუხისმგებელია დაისაჯოს. ამის თქმა შემიძლია მხოლოდ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ამავე თემაზე:

✔️ „როგორც ეკლესიის წილი, მეც როგორც ეპისკოპოსი, ვიღებ პასუხისმგებლობას“ - მეუფე საბა ოპერატორის გარდაცვალებაზე

✔️ „ამ ქვეყანაში ჟურნალისტებს კლავენ“ - ინგა გრიგოლია

✔️ პრეზიდენტი გარდაცვლილი ოპერატორის სახლში მივიდა (ვიდეო)

✔️ „უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია“ - პრემიერი

✔️ შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო