მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კვეთებულის ლოცვები უნდა წაუკითხონ ისეთი გიჟობები ილაპარაკა“ - უგულავა მეუფე ანტონიზე

პოლიტიკოსი გიგი უგულავა

„კვეთებულის ლოცვები უნდა წაუკითხონ ისეთი გიჟობები ილაპარაკა და მას არავითარი კავშირი არ აქვს არც ქრისტესთან, არც სიყვარულთან და არც თანადგომასთან“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „მთავარის“ ეთერში ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ მეუფე ანტონის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„იმ სასულიერო პირებს მინდა ვუთხრა, რომლებიც დღეს გამოდიან და წყევლიან ხალხს, ცნობილი სურათი გაიხსენეთ, მეგობრებო. აქეთ სამოთხის გზა მიდის და იქით ჯოჯოხეთის. ეს იყო რუსების კლასიკური სპეცოპერაცია იმისთვის, რომ ეგზარქოსი შიო დაგვასვან თავზე და ღარიბაშვილმა ძალაუფლება გაიმყაროს. აი, ეს ხდება მეტი არაფერი.

ღარიბაშვილს მოვიშორებთ, მაგრამ ამ ეგზარქოს თავზე თუ დაგვასვეს, ეკლესიას და შემდეგ სახელმწიფოებრიობას წაგვართმევენ. მათთვის მთავარია, რომ თავისი ეგზარქოსი გაიყვანონ. ჩვენ რეალურად ისედაც შერყეული გვაქვს ავტოკეფალია, რადგან სამწუხაროდ რუსეთის კალათაში ვართ“, - აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ აშენებული ეკლესიის მოძღვარი იყო.

„დღეს სულ სხვა რაღაც ხდება. რუსეთში გამოზრდილი ვასაძის ძმაკაცი, ჯაღმაიძე საიდან მოვიდა? ვინმე კითხულობს? ჯაღმაიძე კიკეთში, ვასაძის მიერ აშენებული ეკლესიის მოძღვარია. რუსებს ჯერ არ აქვთ ილუზია, რომ ვასაძეს ხელისუფლებაში მოიყვანენ, თან აფერისტიც აღმოჩნდა.

მეორე საკითხია, თუ ჩვენ მივიღეთ ეგზარქოსი, მომდევნო 40 წელიწადი შეიძლება გვეჯდეს რუსი ეგზარქოსი. ხვალ არც მე ვიქნები, არც ვასაძე, არც ივანიშვილი და შეიძლება, არც არავინ პოლიტიკაში, მაგრამ ეგზარქოსი გვეჯდება, როგორც კოორდინატორი მეხუთე კოლონის.

ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ამოცანაა, არ ჩავერიოთ ეკლესიის საქმეში, მაგრამ რუსები ამოვძირკვოთ. ამას სჭირდება ცვლილებები ხელისუფლებაში. მაგალითად, ჩუდეცკი ეგზარქოსი, რომელმაც დაწყევლა ქართველი ერი და ამის შემდეგ ნაძირალა ანტონ ბულუხიას გარდა, არავის დაუწყევლია.

როგორ ბედავს ეს ქურდების გოშია? ყველამ იცის, რომ ეკლესიაში ქურდების გოშიაა. კვეთებულის ლოცვები უნდა წაუკითხონ ისეთი გიჟობები ილაპარაკა და მას არავითარი კავშირი არ აქვს არც ქრისტესთან, არც სიყვარულთან და არც თანადგომასთან“, - აცხადებს უგულავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მსიამოვნებს, რომ მივაღწიე საწადელს, გაგარტყით შუბლზე სინდისზე მოძალადეებო“ - მეუფე ანტონი მედიას (ვიდეო)

✔️ „თქვე მოძალადეებო, აქეთ გვეძახით მოძალადეებს, თქვენ უწევთ პროპაგანდას გარყვნილებას“ - მეუფე ანტონი ჟურნალისტებს (ვიდეო)

✔️ „დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს“ - მეუფე დიმიტრი