მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსიამოვნებს, რომ მივაღწიე საწადელს, გაგარტყით შუბლზე სინდისზე მოძალადეებო“ - მეუფე ანტონი მედიას (ვიდეო)

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ჟურნალისტებს მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში სინდისზე მოძალადეებს უწოდებს და აცხადებს, რომ მათზე ძალადობით საწადელს მიაღწია.

„მოგხვდათ ხომ მოძალადეებო, რომ გამხილეთ, მოგხვდათ. რომ დაიწყეთ ქექვა ჩემი პირადი ცხოვრების. დაიწყეთ, როგორ შელახოთ ჩემი რეპუტაცია. აგყვნენ ახლა თქვენი ჩაბერილი ხალხი და რას არ წერენ, რა სიტყვებს კადრულობენ.

მაგრამ როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, როდესაც ყველა ადამიანს გვაქვს სულიერი ჭრილობები და ცილისწამებით იმ სულიერი ჭრილობიდან ჩირქს წოვთ, რომელიც რა თქმა უნდა, თითოეულს გვაქვს ჩვენი ცოდვებით. მაგ ჩირქით გაივსებით თქვე საწყლებო“, - აღნიშნა მეუფე ანტონმა.

5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რატომ გააკეთა მამა შალვა კეკელიამ 5 ივლისის აქციაზე განცხადება ჟურნალისტებზე ძალადობის პრევენციისთვის

👉 „ცივილიზებულ 21-ე საუკუნეში, მსგავსი უმსგავსობის გამოვლინება შემაძრწუნებელია“- დეკანოზი ჟურნალისტების დარბევის შესახებ

👉 „დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, ჟურნალისტი თავისუფალი უნდა იყოს თუ აღვირახსნილი“ - მეუფე ნიკოლოზი მედიას