მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე

კახა კალაძე თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს, რადგან ელექტროენერგიის იმპორტი მაღალი ტარიფებით ხორციელდება.

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაქსიმალურად, რაციონალურად უნდა იქნეს გამოყენებული ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია იმისთვის რომ, მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული: რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები მაქსიმალურად სწორად იქნეს გამოყენებული. მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მისი მინისტრობის დროს ეს პროექტი, რომ დაწყებულიყო, ის უკვე აშენებული იქნებოდა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქციაზე ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და მთავრობის პასუხს 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ“ - ზურაბ ჯაფარიძე „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტზე

👉„კარგად ორგანიზებული და დაფინანსებულია, ვინ გადაიხადა ამის ფული?“ - გიორგი ვაშაძე „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე

👉 „ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის აქციების მეშვეობით“ - პრემიერი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე