მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ორსულად კი არ არის, მას აქვს კონკრეტული საფრთხე “ - გიორგი ჩალაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, რისთვისაც კლინიკა, რომელშიც მას გადაიყვანენ, შესაბამისი აპარატურითა და მედპერსონალით უნდა იყოს მზად.

„კონსილიუმმა მოითხოვა „C“ ტიპის ჰოსპიტალი, სიტყვა-სიტყვით წერია ასე, იმისთვის, რომ არ დარჩეს მანიპულაციის საშუალება ფრჩხილებში უწერია კონკრეტული ინსტრუმენტარიუმი რაც უნდა იყოს. ორი დოკუმენტი არსებობს, რითაც იმართება კრიტერიუმები. პირველი არის ყბადაღებული მთავრობის 385-ე დადგენილება, ტიკარაძის ბრძანებას ეძახიან, რომელზეც კერძო კლინიკებიც კი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ამას მულტიმილიონერების შესაძლებლობების კერძო კლინიკებიც კი ვერ დავაკმაყოფილებთო და მეორე არის სამედიცინო დაწესებულების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე დოკუმენტი.

მიშა სააკაშვილის ამწამიერი რისკი არის გულის უეცარი გაჩერება. მისი შიმშილობიდან გამომდინარე ყველაზე დიდი რისკი არის ორგანიზმში ელექტრონული დისბალანსი და მას შესაძლოა ნებისმიერ წამს გაუჩერდეს გული. მას სჭირდება სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, მაგრამ მანამდე სჭირდება ინტენსიური დაკვირვება. რა უნდა იყოს საავადმყოფოში? კატე, მაგტინი და ა.შ. ციხის საავადმყოფოში უნდა იყოს ანგიოგრაფი, სადაც მას გულის შეტევის დროს ჩაუყენებენ ფეისმეიკერს. არის თუ არა, გამოვიდნენ და გამცენ პასუხი.

იმაზე აპელირება, რომ ფსიქიატრია და ა.შ... მასე, შესაძლოა, ციხის საავადმყოფოში გინეკოლოგიური კაბინეტიც კი იყოს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ორსულად კი არ არის, მას აქვს კონკრეტული საფრთხე და სჭირდება კონკრეტული მოვლა“, - აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მედიკოსების ჯგუფის მოვალეობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენაა.

ექიმების კონსილიუმის ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

🔴 მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში - ექიმი

🔴 დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილ-ახალაია-ქარდავას სამეულს აქვს ჩადენილი - დავით ჩიხელიძე

🔴 სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერცერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 თუ ზესახელმწიფოები მოითხოვენ, სააკაშვილს გაათავისუფლებენ - ესტონელი ექსპერტი

🔴 „მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სურთ, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - ადვოკატი