მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია“ - კალაძე

კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია.

„პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ მისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია. საკვებიც არის, პროდუქტებიც არის და შეუძლია მიიღოს. თუ რაიმე საჭიროება იქნება, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზება, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიხედავენ ისე როგორც სხვა დანარჩენ პატიმრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მმართველი გუნდის შეკრებას, კახა კალაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მივა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. ეს იქნება ჩვენი შემაჯამებელი შეხვედრა, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში წარვუდგინე ჩემი ხედვები, გეგმები თუ როგორ წარმომიდგენია დედაქალაქის განვითარება“, - დასძინა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, 27 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე შეკრებას გამართავს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

🔴 „რამდენად მზად ვართ ზვიად გამსახურდიას მერე სააკაშვილი გვყავდეს, როგორც წამებით გარდაცვლილი პრეზიდენტი?“ - მარგველაშვილი