მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დმანისში სოზარ სუბარი ჩავიდა

სოზარ სუბარი დმანისში ჩავიდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი დმანისში ჩავიდა. ის პოლიციის შენობაში მიმდინარე შეხვდერას დაესწრება, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველები მოსახლეობაში დაპირისპირების განმუხტვის გზებზე მსჯელობენ.

როგორც სოზარ სუბარმა შენობაში შესვლამდე განაცხადა, დაპირისპირების გამწვავებას მედია უწყობს ხელს.

„დაწყნარდით, თქვენ თუ დაწყნარდებით, ყველაფერი კარგად იქნება“, - მიმართა სუბარმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირებაა, სადაც მეორე დღეა ადგილი აქვს ძალადობრივი ინციდენტებს.

16 მაისს, დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ მოსახლეობასა და ეკომიგრანტებს შორის ჩხუბი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

დაპირისპირება ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ნისიას ეხებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ დაპირისპირება დმანისში - უახლესი ამბები

⭕ „ვითარება განმუხტულია, დამშვიდდით, დაწყნარდით“- ლაშა გოგნიაშვილი დმანისში მიმდინარე მოვლენების შესახებ

⭕ „ეს არა პოლიციის, არამედ პოლიტიკოსების თემა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“ - პაატა ზაქარეიშვილის დმანისის მოვლენებზე