მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ გომელაური: პირდაპირ რომ ვთქვათ - ქვეყნის მტრობაა, ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა და ეს უნდა გაღვივდეს და გამწვავდეს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ

გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან ვრცლად ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყნის მტრობაა ვინც ამ დაპირისპირების ეთნიკურ თემაში გადაყვანას ცდილობს და ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.

„ცუდი სიტუაცია იყო, რა თქმა უნდა. ხალხი შეიკრიბა ძალიან სწრაფად და ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად. გუშინდელი დღის შემდეგ, იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ შემთხვევაში, რაც 150-200 კაცამდე იყო. რეალურად თუ არის 20 კაცი სხვა მშვიდობიან დროს აქ, გაათმაგებული იყო. სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში. აქედან გამომდინარე, განიმუხტა ამის შემდეგ. ამიტომ ვერ მოხდა უსწრაფესად ამ ადამიანების შეჩერება და ამ კონფლიქტის გაჩერება.

ვინმეს თუ დავაკავებთ, აუცილებლად გაცნობებთ. ტელევიზორს ვუყურებთ და ჩანს, ვინ რა განცხადებებს აკეთებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ამ თემას არ დავუშვებთ, არც ერთ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, პირველ რიგში. მეორე, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, მეზობელია და ჩვენი მეგობრები არიან, ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არის ქვეყნის მტრობა - პირდაპირ რომ ვთქვათ. ქვეყნის მტრობაა, ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა და ეს უნდა გაღვივდეს და გამწვავდეს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. დეპუტატებიც ჩამობრძანდნენ, როგორც ვიცი, შევალთ, გავისაუბრებთ და შეიძლება შევხვდეთ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება 16 მაისს ღამით დაიწყო.მეორე დღეა ადგილი აქვს ძალადობრივი ინციდენტებს.

დაპირისპირება ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ნისიას ეხებოდა.

ამავე თემაზე:

დაპირისპირება დმანისში - უახლესი ამბები

დმანისში სოზარ სუბარი ჩავიდა

„ვითარება განმუხტულია, დამშვიდდით, დაწყნარდით“- ლაშა გოგნიაშვილი დმანისში მიმდინარე მოვლენების შესახებ