მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხმაური და დაპირისპირება - გუმათში „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

ვითარება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ხეობის მცველები ამ დროისთვის კომპანია „ენკას“ საწყობის შესასვლელთან იმყოფებიან და ადგილზე მოძრაობას აკონტროლებენ. კომპანიის თანამშრომლებს გადაადგილება სპეცრაზმის დახმარებით უწევთ.

ცოტა ხნის წინ „ენკას“ ორი თანამშრომლის მიერ ბაზის დატოვებას ხმაური მოჰყვა პროტესტის მონაწილეების მხრიდან. საბოლოოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია საპოლიციო ძალების ჩარევის შემდეგ დატოვეს.

როგორც პროტესტის ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კომპანიის თანამშრომლებისა და სპეცტექნიკის გადაადგილებას ადგილობრივები დღესაც ხელს შეუშლიან.

რიონის ხეობის მცველები საღამოს რკინის ბარიკადებთან მისვლას და საკუთარი მოთხოვნების კიდევ ერთხელ დაფიქსირებას გეგმავენ.

როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.

👉 ინფორმაციისთვის, რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სოფელ გუმათში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

👉 რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

👉 გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია იმართება