მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია იმართება

აქცია რიონის ხეობაში

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში იმყოფებიან. ისინი პროტესტის ნიშნად რკინის ბარიკადებს ურტყამენ ხელს.

რკინის ბარიკადების მეორე მხარეს სამართალდამცველები არიან მობილიზებული. „რიონის ხეობის“ მცველებმა სამართალდამცველებს სთხოვეს, რკინის ბარიკადებს მიღმა გადასვლის შესაძლებლობა მისცენ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

🔴 „დედაქალაქიდან მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ აღარ ჩამოვალთ“ - ვარლამ გოლეთიანი

🔴 „დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვპროვოცირებთ“ - ვარლამ გოლეთიანი

🔴 „ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში“ - ვარლამ გოლეთიანი