მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან არიან შეკრებილები და გზის სავალ ნაწილი გადაკეტეს.

„რიონის ხეობის მცველებს“ კომპანიის ტექნიკისთვის გზა აქვთ ჩაკეტილი, რასაც ადგილზე ხმაური რამდენჯერმე მოჰყვა. ისინი მანქანებს შემოწმების გარეშე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. შეზღუდვა მხოლოდ კომპანიის ტექნიკას ეხება და ადგილობრივები უპრობლემოდ გადაადგილდებიან.

როგორც რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღეს ისინი გზების გადაკეტვას იწყებენ, რათა კომპანია „ენკას“ მშენებლობაში ხელი შეუშალონ.

აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რადგან ის კომპანია „ენკას“ ეკუთვნოდა.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს და კომპანიის თანამშრომლებს შეძახილებით ხვდებიან და მათ სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

მათ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნას კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილე და დოკუმენტაციაზე ხელმომწერი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაამატეს.

შეგახსენებთ, რომ 23-24 მაისს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციები გამართეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„არ ვაპირებთ, დავიძრათ თავისუფლების მოედნის მიმართულებით და ხელი შევუშალოთ 26 მაისის ღონისძიებას“

„იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა“

„სხვადასხვა სიმბოლიკები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ეს ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს დაპირისპირების პროვოცირება“