მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩართულები ვართ მთელი ძალებით, რომ არ მოხდეს რაიმე სახის დაპირისპირება“ - ვაჟა სირაძე

საპატრულოს უფროსი

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიტყვის და გამოხატვის უფლება დაცული იყოს,“ - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ვაჟა სირაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრული შემადგენლობით არიან მობილიზებული.

„პოლიცია დღეს ადგილზე მობილიზებულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, როგორც აღვნიშნეთ მოხდა გარკვეული ინციდენტი, რაზედაც პოლიციამ მოახდინა მყისიერი რეაგირება.

შსს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს სიტყვის და გამოხატვის უფლება. ასევე, ჩართულები ვართ მთელი ძალებით, რომ არ მოხდეს რაიმე სახის დაპირისპირება“, - აცხადებს სირაძე.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაანონსდა. აქციას „თბილისი პრაიდიც“ უერთდება.

ამავე თემაზე:

✔️ „თბილისი პრაიდი“ მდუმარე აქციას უერთდება

✔️ ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, ძალადობისკენ მოწოდებები არ დაუშვან - შსს

✔️ „ის, რაც გუშინ მოხდა, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“ - კვირიკაშვილი