სამართალი

შსს-მ „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისზე კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
შენობა ახლოდან
ორთაჭალაში
1625483548
დაკოპირებულია

„მოვუწოდებთ დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. მოვუწოდებთ დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოძრაობა „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრა სცადეს. ოფისში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ასევე მათი ტექნიკა.

აქციის მონაწილეების მხრიდან თბილისში, ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ჩამოხსნის, განადგურებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, ასევე, გამოძიება.

კანონდარღვევის გარდა ამ ფაქტებისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას უკვე აცნობა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულ ფაქტებზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ არსებული რისკების გათვალისწინებით ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.

დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი
და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.

„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

იხილეთ აგრეთვე:

👉 „პრემიერმა კონსტიტუცია დღეს თავზე გადაგვახია“

👉 „დაცვის გარანტია არ არსებობს, ყველას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ“

👉 „მოვუწოდებ ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“

თელავის საავადმყოფოში
გადაიყვანეს.

თუშეთის გზაზე ავარია მოხდა - არის მსხვერ...

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ხულოს მუნიციპალიტეტში დასასრულს უახლოვდება „მწვანე ტბიდან“ „შავ ტბამდე“ ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

1634544436

„ჯერ იყო და ჯალათი ბელადის მხარდამჭერები მოაგროვეს თბილისში, ახლა კი ჩვეულ რეჟიმში საპატრიარქოს, პატრიარქსა და მის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს მოუბრუნდნენ - ქრისტიანული სწავლებისა და ქადაგების კრიტიკა დაიწყეს. ეკლესიის წინააღმდეგ მათი ბრძოლა არ ახალია, ძველია, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ მეუფე ამბობს - ბოროტება სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოსო!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს აკრიტიკებს.

1634544188

ამერიკელი გენერალი, აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტს „ტვიტერში“ ეხმაურება.

1634542375

ძველად საქართველოს თითოეულ კუთხეში განსხვავებული ფორმის შენობებს აგებდნენ. ეს დამოკიდებული იყო მათ ლანდშაფტსა და გარემო პირობებზე. თუმცა, შეზღუდული იყო ნაგებობების საშენი და გადასახური მასალა. სახურავებისთვის ძველ საქართველოში ყველაზე ხშირად ისლს, ყავარს და კრამიტს იყენებდნენ.

1634542285
საფრანგეთში ქართველები
დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფება...

საფრანგეთის პოლიციამ, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავა, რომელიც ქართულ და სომხურ დაჯგუფებებთან არის დაკავშირებული. შესაბამის ინფორმაციას ტვიტერში საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია ავრცელებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ოქტომბერს გვიან საღამოდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გიორგი ხელაშვილი: აშშ-ის თავდაცვის მდივა...

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

ინდოეთში წყალდიდობას 24 ადამიანი ემსხვერ...

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კერალას შტატში წყალდიდობას და მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 20 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ BBC იუწყება.