მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„26 დღის ნაშიმშილარი ადამიანი ჩვეულებრივი პაციენტი არ არის, ნებისმიერ დროს შეიძლება ინსულტი განვითარდეს“ - ექიმი სააკაშვილზე

ექიმი, ქირურგი ლევან ფერაძე

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი, ქირურგი ლევან ფერაძე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში შიმშილობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ 26 დღის ნაშიმშილარი ადამიანი არ არის ჩვეულებრივი პაციენტი და მას 24 საათიანი მონიტორინგი სჭირდება.

ექიმ ლევან ფერაძის თქმით, ადამიანს, რომელსაც თალასემია აქვს, შეიძლება, ინსულტი, ინფარქტი ან სხვა ბევრი რამ განუვითარდეს.

ფერაძის თქმით, შემდეგ კი რეაქცია შესაძლოა, დაგვიანებული იყოს.

„26 დღის ნაშიმშილარი ადამიანი არ არის ჩვეულებრივი პაციენტი. ეს არ არის პაციენტი, რომელსაც შეიძლება ოპერაციული ჩარევა დასჭირდეს. ეს არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება 24 საათიანი მონიტორინგი. ყოველ 2 საათში ერთხელ შემოწმება, სისტემატური სასიცოცხლო მაჩვენებლის მონიტორინგი, იმიტომ რომ 26-ე დღეს, მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც აქვს თალასემია და ისედაც ჟანგბადის მომარაგების პრობლემა აქვს, შეიძლება განვითარდეს ინსულტი, ინფარქტი, შეიძლება ასევე განვითარდეს ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკლიმის მწვავე უკმარისობა და კიდევ ძალიან ბევრი სხვა რამე.

ძალიან მარტივად შეიძლება განვითარდეს მწვავე იშემია. დაგვიანებული შეიძლება იყოს რეაქცია და ასეთი პაციენტი შეიძლება სასწრაფო დახმარების მანქანაში დაიღუპოს. რაზეა ლაპარაკი? ეს არის ყველაზე მდაბიო პოლიტიკური შურისძიება. აქ საუბარია საქართველოს პრეზიდენტზე. ეს არის ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრა“, - აღნიშნა ექიმმა ფერაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

🔴 „რამდენად მზად ვართ ზვიად გამსახურდიას მერე სააკაშვილი გვყავდეს, როგორც წამებით გარდაცვლილი პრეზიდენტი?“ - მარგველაშვილი