მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო“ - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, მას შემდეგ რაც სოცმუშაკები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მუშაობას დაასრულებენ, სწორედ ამის შემდეგ დადგება დაწესებულებაში სახალხო დამცველის შესვლის საკითხი.

მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ აღსაზრდელი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო. სასულიერო პირი ამბობს, რომ არ იცის, რატომ არ იცოდა და არ ჰქონდა ინფორმაცია მეუფე სპირიდონს შესაძლო გადაცდომების შესახებ.

„სოცმუშაკები თითქმის ერთი კვირაა მუშაობენ, ალბათ 2-3 დღე დარჩათ იმისთვის, რომ დაამთავრონ მუშაობა და დადონ თავიანთი დასკვნა. ამ დასკვნის შემდეგ დადგება საკითხი, რა თქმა უნდა სახალხო დამცველის შესვლის შესახებ.

რამდენადაც მე მოვისმინე, ბავშვების საუბარი ყოველთვის ხაზგასმით ამბობენ, რომ მეუფე სპირიდონმა ეს არ იცოდა. რატომ ამბობენ ამას, მე ეს არ ვიცი, როგორ არ ვიცი ესეც არ ვიცი. ეს არის გადაცდომა. ვთვლი, რომ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო. მე ასე მიმაჩნია, ოღონდ ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო. რა ვიცი, ლამის წარმოუდგენელია.

თუ საუბარია დასჯის მკაცრ გადაცდომებზე, ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია. ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. არიან ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ გამოყენებული იყო დასჯის მეთოდები და ასევე არიან ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ არ იყო გამოყენებული“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

👉 „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

👉 „დაგვიანდა რეაგირება და ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო“ - სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონზე

👉 „ნინოწმინდის პანსიონში 24 საათიანი მონიტორინგი გაგრძელდება“ - UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი