მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკლესიამ უნდა გამოაცხადოს კაპიტულაცია და დაიწყოს თვითგაწმენდა საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით - რას აცხადებენ თეოლოგები ფარულ ჩანაწერებზე?

რას აცხადებენ თეოლოგები

თეოლოგები გოჩა ბარნოვი და გიორგი ტიგინაშვილი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში ინტერნეტში საიდუმლო ფაილების გავრცელებას აფასებენ. თეოლოგები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ეკისრება.

გოჩა ბარნოვის თქმით, ქვეყანაში ყველანაირი ინსტიტუცია ჩამოშლილია.

„ფაილების ავთენტიკურობა, რა თქმა უნდა, ექსპერტებმა უნდა დაადგინოს. თუმცა, ეს ინფორმაცია გატანილია სუსიდან. რამდენიმე ფაილი ვნახე ჩემზეც და რაღაც გარკვეული უზუსტობებია. ავთენტიკურობა ასე არ დგინდება, უბრალოდ ავთენტიკურია იმ გაგებით, რომ სუსშია შედგენილი და მათ მიერ არის აკრეფილი.

ნამდვილად არასასიამოვნო, წარმოუდგენელია ფაქტია, როდესაც პირად ცხოვრებას იწერენ, აკონტროლებენ და შემდეგ ამზეურებენ. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ყველანაირი ინსტიტუცია არის ჩამოშლილი და საქართველო მთლიანად არის რუსეთის ხელში, ის აკონტროლებს ყველანაირ ვითარებას ქვეყანაში“, - აცხადებს გოჩა ბარნოვი.

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აღნიშნავს, რომ მას გავრცელებული ფაილებით უმეტესი ინფორმაცია განუმტკიცდა, რომელიც არაფორმალური გზებით იცოდა.

„ამ ფაილების მეშვეობით გამოჩნდა, თეოლოგები ექსპერტები და ანალიტიკოსები, რომლებიც ვაპელირებდით სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე, შეიცავდა რაციონალური სიმართლის მარცვლებს.

მეორე მხრივ, აქ არის პრობლემა იმის, რომ ტყუილ მართალი ერთად არის წარმოდგენილი. არსებობს შეფასებითი ინტერპრეტაციები. აგენტების სიმპათია ანტიპათიის მიხედვით არის ზოგიერთ სასულიერო პირზე შედგენილი დოსიეები, მათ შორის, საერო პირებზე, სადაც ბევრი რამ არის ფანტაზიის ნაყოფი და არ შეესაბამება სინამდვილეს.

ჩემთვის უმეტესი ინფორმაცია აღმოჩნდა დადასტურებული, გამომდინარე იქიდან, რომ ისედაც ვფლობდი არაფორმალური გზებით ამა თუ იმ ინფორმაციას და ამ ფაილებით უფრო მეტად გამიმტკიცდა ესა თუ ის საკითხი“, - აცხადებს გიორგი ტიგინაშვილი.

ამასთან, თეოლოგი „ქართულ ოცნებასა“ და სასულიერო პირებს შორის კავშირზე საუბრობს. მისი თქმით, საზოგადოება მორალური კატასტროფის წინაშეა.

„ეს არის, „ქართული ოცნების“ ბანკროტი და გაკოტრებული ხელისუფლების უბადრუკი მცდელობა იმისათვის, რათა შანტაჟირების და წნეხის მეშვეობით ეკლესიაზე დაამყაროს კონტროლი, მოათვინიეროს და ჩაიყენოს თავისი პოლიტიკური მიზნების სამსახურში, რასაც წარმატებით ახორციელებს. თავად საეკლესიო სისტემა და რეჟიმი იძლევა ამის საფუძველს, იქ იმდენად მორალური და ზნეობრივად დაცემული მდგომარეობაა, იერარქები იძლევიან ამის ფუფუნებას სპეცსამსახურებისთვის.

ბმა არის ორგვარი - ერთი, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ჩამოშლილი და მორღვეული, მეორე მხრივ, ეკლესია არის აბსოლუტურად გაუკუღმართებული, თავის მოწოდებას და დანიშნულებას ზურგშექცეული. ეს ყველაფერი გამოიწვევს ფრუსტრაციის და ნიჰილიზმს საზოგადოებაში. პრაქტიკულად მორალური კატასტროფის წინაშეა ქართული საზოგადოება.

პლუს ამას, დაანონსებულია სამომავლოდ არაერთი ძალიან მძიმე ფაქტის გამომზეურება, ეს ყველაფერი პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ინსტიტუციებს - ამავდროულად ეკლესიას, რომელმაც უნდა გამოაცხადოს კაპიტულაცია და დაიწყოს თვითგაწმენდა საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს ინტერნეტში საიდუმლო ფაილები გავრცელდა, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად საუბარია ახალციხისა და კუმურდოს ეპისკოპოსზე, მიტროპოლიტ ნიკოლოზზე. გავრცელებული ფაილებით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ საქართველოს პატრიარქზე ლუგარზე ინფორმაციას აწვდიდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 მეუფე ნიკოლოზი გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე

👉 არ მაღელვებს, მისმენდნენ

👉 უშიშროების სამსახური ახლაც უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს და უთვალთვალებს ყველას