მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უშიშროების სამსახური ახლაც უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს და უთვალთვალებს ყველას - ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უშიშროების სამსახური დღესაც იგივე საქმიანობას ეწევა, რასაც შევარდნაძის დროს.

მისი თქმით, ახლაც უსმენენ პოლიტიკურ ოპონენტებს და უთვალთვალებენ ყველას.

„ჩვენი უშიშროების სამსახური აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა სააკაშვილის, შევარდნაძის დროს. დარწმუნებული ვარ, ახლაც ამით არის დაკავებული, უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს, უსმენს და უთვალთვალებს ყველას, მათ შორის სასულიერო პირებსაც. ეს ამბავი ნამდვილად არ გამკვირვებია და, არც შოკში არ ჩავვარდნილვარ. ეს არის სისტემა, რომელიც თავის ზნეს არ ღალატობს და ეს არის „საბჭოთა ინერცია“.

დღესაც უსმენენ პოლიტიკურ ოპონენტებს. არანაირი პრობლემა არ მაქვს მოისმინონ. თუ მისმენენ, ერთადერთი თხოვნა მექნება, გაითვალისწინონ ის რაღაცები, რასაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვლაპარაკობ“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს ინტერნეტში საიდუმლო ფაილები გავრცელდა, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად საუბარია ახალციხისა და კუმურდოს ეპისკოპოსზე, მიტროპოლიტ ნიკოლოზზე. გავრცელებული ფაილებით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ საქართველოს პატრიარქზე ლუგარზე ინფორმაციას აწვდიდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 მეუფე ნიკოლოზი გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე

👉 არ მაღელვებს, მისმენდნენ