მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე ნიკოლოზი გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე: ეს ქალბატონი 2007-2008 წლიდან ჩამოდიოდა, ის პირადად სააკაშვილსაც გავაცანი

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი

„ეს ქალბატონი 2007-2008 წლიდან ჩამოდიოდა, ის პირადად სააკაშვილსაც გავაცანი“, - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა „ტვ პირველის“ ეთერში, დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან ხშირად ჩამოდიოდა ერთი პერიოდი თავიდან და იცოდა მთელმა თბილისმა, ვინც მე მიცნობდა, რომ ჩამოდიოდა რუსეთიდან ჩემთან სტუმრად. 2013 კი არა, ალბათ 2007 თუ 2008 წლიდან, აღარ მახსოვს ზუსტად, ყველა ჩემი ახლობელი იცნობდა ამ ადამიანს, ძალიან მკაფიო და ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. ყველა გავაცანი, მიშა სააკაშვილსაც გავაცანი, იმიტომ, რომ ეს იყო ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ რუსეთთან ნორმალიზება გაგვეკეთებინა, იმ პერიოდში ყველამ იცოდა, რომ მე ამ ადამიანთან ვურთიერთობდი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს ინტერნეტში საიდუმლო ფაილები გავრცელდა, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად საუბარია ახალციხისა და კუმურდოს ეპისკოპოსზე, მიტროპოლიტ ნიკოლოზზე. გავრცელებული ფაილებით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ საქართველოს პატრიარქზე ლუგარზე ინფორმაციას აწვდიდა.

ოპერატიული ცნობების მიხედვით, ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ მეუფემ 30 000 დოლარი აიღო.