მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი სუსის ფაილებზე: არ მაღელვებს, მისმენდნენ

მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი სასულიერო პირების შესახებ ინტერნეტში სუსის საიდუმლო ფაილების გავრცელებაზე აცხადებს, რომ მოსმენა პრობლემად არ მიაჩნია და ვიღაც ჭორს აგორებს.

„პრობლემად არ მიმაჩნია, თუ უსმენენ და უთვალთვალებენ. ვინც ჩამომითვალეს, ყველას ვიცნობ და ასეთი რამე გამორიცხული მგონია. ვიღაცა შეიძლება, რაღაც ჭორს აგორებდეს, არ ვიცი.

არ მაღელვებს, მისმენდნენ. ჩვენები კი არა, ნებისმიერი - მისმენდეს, მიყურებდეს, პრობლემა არ მაქვს, იმიტომ, რომ მთავარია ღმერთი მიყურებს ვიცი. პირადად თუ მიყურეს და მითვალთვალეს, პრობლემად არ მიმაჩნია.

თავი ვის უნდა აკონტროლებინო რისი ეპისკოპოსი ხარ!? - მაშინ დატოვე ეპისკოპოსობა და წადი, აკეთე ის საქმე, რაც შეგიძლია.

სუსის თანამშრომელი თუ არის, მაგი ისეთი სამსახურია, სუსის თანამშრომელი ეგეთ რამეს არ ავრცელებს“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ გაავრცელა აღნიშნული ფაილები და ვის ინტერესში შედის, მეუფემ უპასუხა:

„არჩევნების წინა პერიოდია. პოლიტიკურ პარტიებს არეულობა უნდათ, თუმცა ეკლესიაში ამით არეულობას ვერ შემოიტანენ“.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს ინტერნეტში საიდუმლო ფაილები გავრცელდა, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად საუბარია ახალციხისა და კუმურდოს ეპისკოპოსზე, მიტროპოლიტ ნიკოლოზზე. გავრცელებული ფაილებით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ საქართველოს პატრიარქზე ლუგარზე ინფორმაციას აწვდიდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 მეუფე ნიკოლოზი გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე