მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კატასტროფაა ქვეყნისთვის - ზურაბ ჯაფარიძე

„2 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეს და ყველამ უნდა მისცეს ხმა ცვლილებას“

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს ეხმიანება.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ქვეყანას ჯარიმის სახით რამდენიმე ასეული მილიონის გადახდა მოუწევს.

მისი თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველო არასანდო ქვეყანაა და ფულს აღარავინ ჩადებს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ არასანდო ქვეყანა, მოგვიწევს რამდენიმე მილიონი ჯარიმის გადახდა, რადგან სავარაუდოდ წავაგებთ სასამართლოს. ამ ქვეყანაში ფულს აღარ ჩადებს არავინ. ეს არის ტრაგედია, კატასტროფა ამ ქვეყნისთვის. ეს არ არის უბრალოდ დაკარგული 800 მილიონი დოლარი. სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ გაიმარჯვა. თუ გარედან ფული არ შემოვიდა, ჩვენ ვერ განვვითარდებით, გარედან უნდა შემოვიდეს ბევრი ფული, რომ სწრაფად განვვითარდეთ“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგებოდა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი, დაახლოებით, ნახევარი წელი მიმდინარეობდა.

პროტესტის გამო, მიმდინარე წლის 24 აპრილს, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ასი წელი წაგებიან მდგომარეობაში ყოფნას, ჯობია ახლა გაწყდეს ხელშეკრულება“ - მარიტა მუსელიანი „ნამახვანჰესზე“

👉„მიზანი შეიძლება ითქვას მიღწეულია“ - ვარლამ გოლეთიანი

👉 ნამოხვანის ელექტროენერგია, როგორც თევზს წყალი, ისე სჭირდება ჩვენს ენერგოსისტემას

👉 ეს ცუდი სიგნალია, თუმცა, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს ინვესტიციების გასაგრძელებლად