მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კანონმდებლობაში შევიდეს, რომ თუ რესპონდენტს არ სურს პასუხი და ჟურნალისტი აიძულებს, მას ეწოდოს მოძალადე“ - მეუფე ანტონი  

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი

„კანონმდებლობაში შევიდეს, რომ ნებაყოფლობითი ინტერვიუ არის ნებაყოფლობითი, ესეც დასარეგულირებელია, რომ თუ არ სურს რესპონდენტს პასუხი და თუ კორესპონდენტი აიძულებს, მაშინ მას ეწოდოს მოძალადე და დაიწყოს იქიდან დაჯარიმებით და რამდენიმეჯერ განმეორების შემთხვევაში მისი ძირითადი ტელევიზიაც დაჯარიმდეს და მიიღონ სანქციები“, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტების საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ინტერვიუ ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ამას კანონი უნდა არეგულირებდეს.

„შენს სიმართლეს იცავ ძალადობრივი სიმართლით და მოძალადეს მე მეძახი. შემომიხტი ოთახში, მანქანაში ვზივარ, კარს არ მაკეტინებენ, ნუ გვეძალადებიო მეუბნებიან, ჩემს მანქანაში კარს არ მაკეტინებენ და ნუ გვეძალადებიო. ეს არის ფასეულობები? დაგმოს რომელიმე ტელევიზიამ, გამოვიდეს და უთხრას ჟურნალისტებს ხალხნო, არ შეიძლება პირად სივრცეში შეჭრა.

ამას უვლიან, თვალს ხუჭავენ. მაგრამ, რაც არ უნდა ვთქვათ, ამას გადააკეთებენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. აჩვენებენ ჩემს სურათს და კომენტარს ამბობს სულ სხვას“, - აღნიშნა მეუფე ანტონმა.

5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სასულიერო პირებს ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღიათ და ისინი ჟურნალისტებს იცავდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მეუფე იაკობი: ეს პრაიდი რუსების შექმნილია და მათ რუსეთის მხრიდან შეიძლება პროვოკაცია მოეწყოთ

👉 „კვეთებულის ლოცვები უნდა წაუკითხონ ისეთი გიჟობები ილაპარაკა“ - უგულავა მეუფე ანტონიზე

👉 „დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, ჟურნალისტი თავისუფალი უნდა იყოს თუ აღვირახსნილი“ - მეუფე ნიკოლოზი მედიას