მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არც პოლიტიკოსები და არც ელჩები ჟურნალისტებს არ ეფარებოდნენ, ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც მათ იცავდნენ“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი საყოველთაო კარანტინზე

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სასულიერო პირები 5 ივლისს ჟურნალისტებს ძალადობისგან იცავდნენ.

„თქვენ როგორც ნახეთ, ამ დღეს არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არცერთი საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, რომ ჟურნალისტს ეფარებოდეს. ვნახეთ, მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს, აი ამაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, სასულიერო პირებმა, რომელთაც ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთეს, სასტიკი საყვედური მიიღეს.

„ის სასულიერო პირი, რომელმაც მსგავსი მოწოდებები გააკეთა (ძალადობრივი) დაბარებული იყო, მიიღო სასტიკი საყვედური და საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო.

ეს ნიშნავს, რომ რაიმე კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს მის მიმართ. თუ მსგავსი ფაქტი ისევ იქნება, მომაწოდეთ და განვიხილავთ“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, ჟურნალისტი თავისუფალი უნდა იყოს თუ აღვირახსნილი“ - მეუფე ნიკოლოზი მედიას

👉 „თქვე მოძალადეებო, აქეთ გვეძახით მოძალადეებს, თქვენ უწევთ პროპაგანდას გარყვნილებას“ - მეუფე ანტონი ჟურნალისტებს (ვიდეო)

👉 მეუფე იაკობი: ჩვენ შუაში ჩავდექით, კიდევ უარესი ამიტომ არ მოხდა