მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი: ნინოწმინდის პანსიონში დარჩება 19 აღმზრდელი, მეტის საჭიროება აღარ არის

ბოდბელი მიტროპოლიტი

ნინოწმინდის პანსიონის დირექტორის მეუფე იაკობის განცხადებით, ბავშვთა სახლში 19 აღმზრდელი დარჩება, რადგან მეტის საჭიროება არ არის.

„ჩვენთან ახლა ამდენი თანამშრომლის ყოფნა აღარ არის საჭირო. 19 აღმზრდელი დარჩება და დანარჩენს ვნახავთ შემდეგ. ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის ვაჩერებთ, ხოლო ვინც დარჩება, მათ სრული მომსახურება უნდა მიიღონ. ბავშვებზე ზრუნვა არის მთავარი.

იმაზე, თუ ვინ შემოვა აქ და ვინ არა, გართულება არ გვაქვს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამდენი იყვნენ და უცებ აქედან ბევრი ბავშვი წავიდა, ეგეც უნდა გავითვალისწინოთ. მიხვიდე უცებ და კითხვები დაუსვა, ეგ არის პრობლემა“, - აღნიშნა მეუფემ.

მისი თქმით, პანსიონში დაგეგმილია რამდენიმე მცირე ზომის სახლის გაკეთება.

„ამაზე უკვე განვაცხადე. საკმაოდ მაღალი დონის მცირე ტიპის სახლს გავაკეთებთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

პანსიონატში ამ დროისთვის 23 ბავშვი რჩება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონატიდან 30 ბავშვის გაყვანა უზრუნველყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ანდრია ჯაღმაიძე: გამოვრიცხავ, რომ ნინოწმინდაში სექსუალურ ძალადობაზე რაიმე საფუძველი არსებობდეს

⭕ „თუ დარღვევები იქნება, გადაწყვეტილებას მივიღებ, არ დამჭირდება ვინმესთან შეთანხმება“ - მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

⭕ „თუ ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდება, მონიტორინგს დაუყოვნებლივ განვახორციელებთ“ - ლომჯარია ნინოწმინდაზე