მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როდესაც ბიოლოგიური ოჯახის ყოლა შეუძლებელია, ალტერნატივა უნდა არსებობდეს“ - UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინოწმინდის პანსიონზე

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ღასან ხალილი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ დიალოგის ხედვა და ნაკლებობაა.

ღასან ხალილის თქმით, გაეროს ბავშვთა ფონდი ინფორმირებულია მომხდართან დაკავშირებით. მისივე თქმით, როდესაც ბიოლოგიური ოჯახის ყოლა შეუძლებელია, ალტერნატიული ოჯახი უნდა არსებობდეს.

„იუნისეფმა გააკეთა უკვე განცხადება და განცხადებაში ნათელი მოვფინეთ, იმას რომ საუკეთესო ადგილი ყველა ბავშვისთვის გახლავთ ოჯახი. ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ოჯახში, როდესაც ბიოლოგიური ოჯახის ყოლა შეუძლებელია, ალტერნატიული ოჯახი უნდა არსებობდეს.

უზრუნველყოფილი უნდა იყოს შვილად აყვანის მეშვეობით და აქ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა მოამზადონ ოჯახები, რომ მიიღონ ბავშვები შვილად ასაყვანად. ამავე დროს ინსტიტუციები არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან შეიქმნა განსაკუთრებული ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე. ამიტომ, ინსტიტუციები უნდა გახდეს გარდამავალი მხარდამჭერი ობიექტები“, - განაცხადა ღალილ ჰასანმა „რუსთავი 2“-თან საუბარში.

საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არსებულ სიტუაციაში ძირითად პრობლემას დიალოგისა და ხედვის ნაკლებობაში ხედავს.

მისივე თქმით, უნდა არსებობდეს გეგმა ხედვა იმის შესახებ თუ როგორ უნდა იყოს დაცული ბავშვი, რათა ის უზრუნველყოფილი იყოს ოჯახით.

„ძირითადი პრობლემა ყველგან გახლავთ ის, რომ დიალოგის და ხედვის ნაკლებობაა. როგორ უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი ბავშვები, რომლებსაც ოჯახები არ ჰყავთ, როგორ უზრუნველყოფილი იქნეს ოჯახური მხარდაჭერა რაც არის უმნიშვნელოვანესი უფლება მათთვის. ახალქალაქში მეუფე ნიკოლოზთან, სახალხო დამცველთან და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებთან საუბარი მქონდა, ბავშვთა საკითხი შეშფოთების საგანი გახლავთ.

ჩვენ გვჭირდება სამინისტროები და უწყებები, რომლებიც პასუხს აგებენ ბავშვისთვის საოჯახო გარემოს შექმნისთვის. უნდა მოამზადონ შესაბამისი გეგმა, UNICEF-ის მხარდაჭერა ყოველთვის უზრუნველყოფილი იქნება და მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს წლების განმავლობაში“, - დასძინა ღასან ხალილმა.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ბავშვებზე პოლიტიკური ინტერესის მაძიებელთა ზრუნვა მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს“ - ხუნდაძე ნინოწმინდის პანსიონზე

✔️ 9 ბენეფიციარზე მეტი ერთ ოთახში - ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლები დარღვევებზე საუბრობენ

✔️ „ე.წ. ომბუდსმენი ჩვენს ბავშვთა სახლს ეჩხუბება, მათი იდეოლოგიაა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინებები“ - მეუფე სპირიდონი

✔️ „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე