მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეცდომების კომპლექსია დაშვებული, ძირითადი მაინც მდგრადობის შერყევაა“ - არქიტექტორი ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევაზე

არქიტექტორი

არქიტექტორი ნიკოლოზ აბაშიძე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შესახებ საუბრობს და რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

ნიკოლოზ აბაშიძის თქმით, არაკვალიფიციური პირების მიერ შეცდომების მთელი კომპლექსია დაშვებული.

„ერთობლივად რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. შეცდომების კომპლექსია დაშვებული. ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მაინც არის ის, რომ შენობის მდგრადობა შეარყიეს ანუ შეეხნენ მის კონსტრუქციულ ნაწილს. ეს სამუშაოებმა არაკვალიფიციურმა პირებმა შეასრულეს.

კედლის აღება თუ უნდოდათ, ვალდებული იყვნენ პროექტი გაეკეთებინათ და შეეთანხმებინათ. სხვაგვარად ხელის ხლების უფლება არ ჰქონდათ“, - აცხადებს არქიტექტორი.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

🔴 „დიდია მწუხარება, რომელიც ახლახან ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა, ღმერთს შევთხოვ, მოგვცეს გამძლეობა“ - ილია II

🔴 გლოვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა