მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა დაკარგულის ცხედარი ნაპოვნია, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“ - გომელაური

შინაგან საქმეტა მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ადგილზე, ყველა დაკარგული ადამიანის ცხედარი ნაპოვნია.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სწორედ ამიტომ სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.

მინისტრის თქმით, გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

„პირველ რიგში, ოჯახებს მინდა მივუსამძიმრო. ძალიან მძიმე სიტუაციაა, 9 ადამიანია გარდაცვლილი. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მეცხრე გარდაცვლილი, ვისაც ვეძებდით. ჩვენი ვარაუდით, არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.

მშენებლები მაინც ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს ჩამოშლა რაღაც ნაწილის, ვხედავთ რომ ე.წ. სინკარები არის გადმოწეული, სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება და შემდეგ იმსჯელებენ როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ჩამოხსნა. სამწუხაროდ 9 გარდაცვლილია და ორი ადამიანი საბედნიეროდ ცოცხალი გადარჩა.

გარდაცვლილებს შორის სამი არასრულწლოვანია. ერთი არის 7 წლის, მეორე 1 წლის და 3 თვის, ხოლო მესამე 12 წლის“, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დასაკავებელ პირთა რიცხვი გაიზარდოს.

ინფორმაციისთვის, ბათუმში 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ბათუმში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ამასთან, ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი პირი მკურნალობას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. ექიმის თქმით მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ კონტროლირებადია.

26 მაისის ქუჩაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ამავე თემაზე:

🔴 „ყველა სიტყვა უძლურია, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“ - კახა კუჭავა

🔴 საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

🔴 „მაშველები როგორც კი მორჩებიან მუშაობას კონსტრუქტორები და გეოლოგები ყველა კორპუსის მდგრადობას შეისწავლიან“ - რიჟვაძე