მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ფაღავამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლისთვის შექმნილი კონსილიუმი დატოვა

ექიმი

ექიმმა ზურაბ ფაღავამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლისთვის შექმნილი კონსილიუმი დატოვა.

კარდიოლოგის განცხადებით, მან კონსილიუმი ჯანმრთელობის პრობლემის გამო დატოვა.

„შაბათი იყო, თუ არ ვცდები, ბოლო კონსილიუმის შემდეგ თავი ვერ ვიგრძენი კარგად და წერილი გავუგზავნე პენიტენციური სისტემის ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსს. შევაჩერე ჩემი აქტივობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ვნახოთ, თუ ჩამანაცვლებენ, ჩამანაცვლებენ და როდესაც უკეთესად გავხდები, დავბრუნდები“, - განაცხადა ექიმმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მისი გადაწყვეტილება კონსილიუმის რეკომენდაციების იუსტიციის სამინისტროს მიერ შეუსრულებლობას, მან უპასუხა, რომ კონსილიუმს არაფრის გადაწყვეტის საშუალება არ აქვს.

„კონსილიუმის რეკომენდაციები სრულდება თუ არა, ამის შესახებ ჩანაწერები არსებობს. კონსილიუმმა რა უნდა გააკეთოს, კონსილიუმი იძლევა რეკომენდაციას“, - აღნიშნა ზურაბ ფაღავამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მედიკოსების ჯგუფის მოვალეობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენაა.

ექიმების კონსილიუმის ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

🔴 მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში - ექიმი

🔴 დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილ-ახალაია-ქარდავას სამეულს აქვს ჩადენილი - დავით ჩიხელიძე

🔴 სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერცერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 თუ ზესახელმწიფოები მოითხოვენ, სააკაშვილს გაათავისუფლებენ - ესტონელი ექსპერტი

🔴 „მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სურთ, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - ადვოკატი