მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოქალაქეები მათი ოჯახის ექიმის ვინაობას პირადი ნომრით გაიგებენ

ოჯახის ექიმის ვინაობის გაგება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მიმდინარეობს სპეციალურ სისტემაზე მუშაობა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები მათი ოჯახის ექიმის ვინაობის გაგებას პირადი ნომრით შეძლებენ.

„ჩვენ ვგეგ­მავთ, ჩვე­ნი ბა­ზე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­ვა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­როთ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, თუ რო­მე­ლი ოჯა­ხის ექი­მის პატ­რო­ნა­ჟის ქვეშ იმო­ფე­ბო­და დღემ­დე და სა­ხელ­მწი­ფო უნა­ზღა­უ­რებ­და ამ ექიმს ამ ადა­მი­ა­ნის­თვის გა­სა­წევ მომ­სა­ხუ­რე­ბას.

თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ჩვენ გა­ვაც­ნობთ მათ ოჯა­ხის ექი­მს და გა­ვუ­ზი­ა­რებთ შე­სა­ბა­მი­სად მათ სა­კონ­ტაქ­ტო ნომ­რებს. უმოკ­ლეს ვა­დებ­ში მათ­თან შე­თან­ხმე­ბით, ჩვენ ამას გა­ვა­სა­ჯა­რო­ვებთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­იტ­ზეც და­ი­დე­ბა და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­ეძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ნომ­რით და­ა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­როს, თუ ვინ არის მისი ოჯა­ხის ექი­მი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, არსებული პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შესახებ მოქალაქემ, პირველ რიგში, ოჯახის ექიმს უნდა აცნობოს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 11 370 პაციენტი განიკურნა, 215 კი გარდაიცვალა.