მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: გუშინ გრიპის ვაქცინის 77 000 დოზა შემოვიდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020

„გუშინ შემოვიდა გრიპის ვაქცინის კიდევ 77 000 დოზა და პირველ ნოემბერს კიდევ შემოვა 110 000. გუშინდელი შემოტანილი დოზები უკვე დარიგებულია პრაქტიკულად ყველგან, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიგინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წინა 25 000 დოზიდან 13 000 რისკ ჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს უკვე გაუკეთდათ, ხოლო დღეიდან რისკ-ჯგუფები ფართოვდება და მათი ვაქცინაცია დაიწყება.

„დღეიდან დაიწყება განსაკუთრებით ფართო რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინის გაკეთება, როგორიცაა სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ახალგაზრდა და მოზრდილი პირები, ჯარის ნაწილები, პატრულის თანამშრომლები და სხვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, საქართველოში გრიპის ვაქცინის დამატებით 40 000 დოზა, ნოემბრის შუა რიცხვებში შემოვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 გრიპის ვაქცინის რაოდენობა გაორმაგებულია

👉 გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ იქნება

👉 ცნობილია თუ ვის შეეძლება პირველ ეტაპზე გრიპის ვაქცინის გაკეთება