მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრია ჯაღმაიძე: მღვდელთმთავარმა მოძღვარს თერჯოლაში მომხდარი ტრაგედიის თანმხლები გარემოებების გამორკვევა უკვე დაავალა

ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი საყოველთაო კარანტინზე

საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება - არ აგების გადაწყვეტამდე, საკითხს ადგილობრივი მღვდელთმთავარი უნდა გაეცნოს.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო Pia.ge- განუცხადა, მისი ინფორმაციით მღვდელთმთავარმა უკვე დაავალა ერთ მოძღვარს ტრაგედიის თანმხლები გარემოებების გამორკვევა.

ჯაღმაიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა მღვდელთმთავარმა მიიღოს.

„ჯერჯერობით გარემოებებს უნდა გაეცნოს ადგილობრივი მღვდელთმთავარი. რამდენადაც ვიცი, უკვე დაავალა ერთ მოძღვარს ტრაგედიის თანმხლები გარემოებების გამორკვევა, შეიძლება მანვე მიიღოს გადაწყვეტილება“. - განაცხადა დეკანოზმა.

რაც შეეხება თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფის, გიორგი შალამბერიძის პოზიციას, ის ამბობს, რომ თუ 11 წლის მოზარდმა თავი მოიკლა, ეკლესია წესს ვერ აუგებს.

მისი თქმით, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს და ზუსტად მოქმედებს.

მანამდე Pia.ge-ს დეკანოზმა იოანე რევიშვილმა უთხრა, რომ შემთხვევას ეკლესია განიხილავს.

„სოფლის რწმუნებულმა მოგვმართა, რამდენიმე წუთის წინ წესის აგების თხოვნით, ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მოხდა ზუსტად, მღდელთმთავარს უკვე აქვს ინფორმაცია მიღებული, განვიხილავთ და ვეცდებით, უმოკლეს დროში მივიღოთ გადაწყვეტილება“- გვითხრა სასულიერო პირმა.

გარდაცვლილ მოზარდს, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაა დაკავებული, თერჯოლაში სამშაბათს დაკრძალავენ.