მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს და ხვალ გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს

კომენდანტის საათი

20 ნოემბრის 22:00 საათიდან, 22 ნოემბრის 05:00 საათის ჩათვლით გადაადგილება არ შეიზღუდება. ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. 

დადგენილების თანახმად, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

ეს შეზღუდვა არ ვრცელდება:

◻️ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე, შიდა გადაზიდვებზე.

◻️ კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობებზე, რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან.

◻️ მედიის წარმომადგენლებზე, რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან.

◻️ გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

ამ ჩამონათვალს ემატება:

◻️ 2020 წლის 20 ნოემბრის 22:00 საათიდან 2020 წლის 22 ნოემბრის 05:00 საათის ჩათვლით პერიოდზე.

22 ნოემბრის 22:00 საათიდან შეზღუდვა ისევ შევა ძალაში.

ინფორმაციისთვის, გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობით გამოვლენის გამო დაწესდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔘 დიდ ქალაქებში საღამოს საათებში გადაადგილება შეზღუდულია

🔘 კულუმბეგოვი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხის განხილვას ადასტურებს

🔘 ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინას გაზაფხულზე მიიღებს