მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

8 შეწყალებული მსჯავრდადებული, პირველი ქართველი სასულიერო პირის ვაქცინაცია - 6 მაისის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

შეხვედრების მთავარი თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებია.

ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები მივლენ.

შეხვედრები ორბელიანების სასახლეში ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართება.

ამავე საკითხზე პრეზიდენტს თავისი პოზიცია უკვე წარუდგინა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, რომელიც სალომე ზურაბიშვილს 5 მაისს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.

ამავე თემაზე:

✔️ გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია აღმოჩნდა პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა, ის ციხიდან გამოსასვლელს ვერ პოულობს

✔️ „სააკაშვილი ერთი ქოსატყუილა კაცია“- ალეკო ელისაშვილი

დღის პერსონა

„ნოტარიუსით გაქვთ გადმოცემული ეს საქართველო?!“ - მეუფე იაკობი პოლიტიკოსებს

ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი თავის ქადაგებაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობაზე საუბრობს.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ სრულიად ერი არის სამარცხვინო მდგომარეობაში.

ბოდბელი მიტროპოლიტი ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რა აზრი აქვს დასავლელი მეგობრების მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერას, თუ მხარეებს შორის მტრობა კვლავ გაგრძელდება.

„ძალიან სამარცხვინო სიტუაციაში ვართ ერი. სამწუხაროდ, რაც არჩევნები ჩატარდა და ასე თავს ვიკლავდით არჩევნებისთვის, ვხედავთ, რომ არავის არ უნდა ისე იცხოვროს, რომ ჭვრეტდეს ღმერთს. რამდენი თვე გავიდა, რამდენჯერ შევთავაზეთ შერიგება, მადლობა ღმერთს იმის ჭკუა არ გვეყო და ამას ერზე არ ვამბობ, ამას პოლიტიკოსებზე ვამბობ. იმიტომ რომ ჩვენი ერი ყოველივე კარგს იმსახურებს.

მოხდა რა? ჩაერია უცხოეთი და მაინც ვერ გაიგეს ჩვენებმა თუ რისთვის ჩაერივნენ. იქ იმაზე კი არ არის საუბარი 6 პუნქტზე მოაწერ ხელს, 200-ზე თუ 2000-ზე, მთავარი იყო რომ ჩვენ შევრიგებულიყავით. მეტი ვინ უნდა ჩაერიოს ხომ? ერთი დარჩა ის, რომ ჩვენ, ერი ჩავერიოთ და ღმერთი ჩაერიოს.

რა ხდება? ზოგს ის არ აინტერესებს უცხოეთი, რომ ჩაერთო. შე დალოცვილო, როცა იმის ჭკუა არ გაქვს, რომ აქ გადაწყვიტო, უცხოეთთან ხომ უნდა გქონდეს ურთიერთობა. ან შენს ერს ჰკითხე რა უნდა და როგორ უნდა, რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ამ გაუგებრობაში, შევლენ თუ არ შევლენ, თუ უნდათ სულ ნუ შევლენ“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე იაკობის თქმით, სასულიერო პირებს, ასევე ერს იმის უფლება აქვს, რომ პოლიტიკოსებს სათქმელი უთხრან.

ბოდბელი მიტროპილიტი პოლიტიკოსებს მიმართავს და ურჩევს, რომ „აზრობნება შეიცვალონ და არ იცხოვრონ ორმაგი და ხუთმაგი სტანდარტით“.

თუ არ შერიგდით, ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტი და თქვენი პარლამენტში შესვლა. სჭირდება კი ვინმეს? რას დაამსგავსეთ საქართველო? ახლა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდი იყოს, მართლა ჩავუთვლიდი ვინც ციხეში წავიდოდა ვაჟკაცობად, მაგრამ მაპატიეთ და დღეს „იმას არ უშვრებიან ადამიანებს, რასაც უშვრებოდნენ მაშინ“. არც ნამუსს ხდიან და არც კლავენ.

ოქრუაშვილი იყო და 2 დღეში გამოიქცა იქიდან, თავისივე გაკეთებულმა რა უყო. ჩვენმა პოლიტიკოსებმა ისიც არ იციან, რომ გვაქვს უფლება ამბიონიდანაც გითხრათ სათქმელი, ხომ უნდა გახდეთ კაცები? რაღაცას ხომ უნდა დაემსგავსოთ? ნოტარიუსით გაქვთ გადმოცემული ეს საქართველო?

ამდენი ღარიბი ადამიანია, თქვენ დარბიხართ და 20-30 ლარს უხდით, რომ სამუშაოს მოწყვიტოთ და მიტინგზე მიიყვანოთ. კეთილი ინებეთ და შეიცვალეთ აზროვნება, ორმაგი სტანდარტით და ხუთმაგი სტანდარტით ნუ ცხოვრობთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „სექტას ემსგავსებიან“ - მეუფე იაკობი ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე

🔴 „ივერი მელაშვილის ამბავს შევადარებდი კორიდას, ხარს რომ გააღიზიანებ გირქენს აბა რას იზამს“ - მეუფე იაკობი

დღის ფრაზები

მეუფე იაკობი

„ივერი მელაშვილის ამბავს შევადარებდი კორიდას, ხარს რომ გააღიზიანებ გირქენს აბა რას იზამს“

მეუფე იაკობი პოლიტიკოსებს

„ნოტარიუსით გაქვთ გადმოცემული ეს საქართველო?!“

ეკატერინე ტიკარაძე „კომენდანტის საათის“ გადაწევაზე:

„ამ ეტაპზე ვერ დაგპირდებით“

ალეკო ელისაშვილი

„სააკაშვილი ერთი ქოსატყუილა კაცია“

ლევან ვასაძე

„ჭიჭყინით და მავთულხლართებთან შარვლების ჩახდით შევაჩერებთ მცოცავ ოკუპაციას?“

დღის კარგი ამბავი

საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდადებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდადებული შეიწყალა, აქედან 3 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდადებულს (მათ შორის, 1 ქალი მსჯავრდადებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა.

დღის ცუდი ამბავი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4 227 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური 6,41%, ბოლო 14 დღის - 5,51%, ბოლო 7 დღის - 6,59%-ია.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 317 719-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 297 676 პირი.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

დღის უცხოური ამბავი

ავღანეთში ყოფილი ჟურნალისტი მოკლეს

ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში „ბოევიკებმა“ ToloNews-ის ყოფილი წამყვანი და ავღანეთის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი ნიმატ რავანი მოკლეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ბოლო დროს ავღანეთში თავდასხმების მსხვერპლი მრავალი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, სამთავრობო უწყებების თანამშრომლები და მოსამართლეები გახდნენ. თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შესახებ განაცხადა.

ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე მოძრაობა „თალიბანთან“ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების შეტაკების შედეგად ბოლო 24 საათში 50 ავღანელი სამხედრო დაიღუპა. „ბოევიკებმა“ თავდასხმები ავღანეთის 26 პროვინციაში განახორციელეს.

დღის ფოტო

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა პირველი სასულიერო პირია, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა. მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.

დღის ვიდეო

ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა თავის ქადაგებაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

მიტროპოლიტმა ოპოზიცია გააკრიტიკა.