მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პესკოვი: საქართველოში გამგზავრება სახიფათოა

პესკოვი სომხებსა და აზერებზე

"რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში გამგზავრება სახიფათოა". ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას rg.ru ავრცელებს. 

„უმჯობესია დაბადების დღეები რუსეთის მოქალაქეებმა სახლში გადაიხადონ. საქართველოში ჩასვლა სახიფათოა. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ნაციონალისტების ექსტრემისტულ ქმედებებს თბილისში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ" - განაცხადა პესკოვმა.

პუტინის პრესმდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ პოლიციელებს, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყვეს. პესკოვი ასევე მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დაგმო ეს რადიკალური ქმედებები.

ცნობისთვის, თბილისში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს პროტესტი მისი განცხადების გამო მოჰყვა. პოზნერმა 2010 წელს 2008 წლის ომის კომენტირებისას განაცხადა, რომ "აფხაზეთი აღარასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი“.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 ირაკლი კობახიძე: ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად

🔆 შსს სტუმრად მყოფი პირების დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს (ფოტო)

🔆 არავის დავუჯარიმებივართ - ვლადიმირ პოზნერი