მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არავის დავუჯარიმებივართ - ვლადიმირ პოზნერი

რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი

რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი აცხადებს, რომ ის თბილისში კარანტინის წესის დარღვევისთვის არავის დაუჯარიმებია. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. 

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პოზნერი და მისი მეგობრები საქართველოში კანონიერად ჩავიდნენ, მაგრამ შემდეგ კარანტინის წესები დაარღვიეს, რისთვისაც 2 ათასი ლარით (600 აშშ დოლარით) დააჯარიმეს.

„მოსკოვში ვარ ახლა. ჩვენი ჯგუფიდან თბილისში არავინ დაუჯარიმებიათ“ - განაცხადა პოზნერმა.

ცნობისთვის, თბილისში ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს პროტესტი მისი განცხადების გამო მოჰყვა. პოზნერმა 2010 წელს 2008 წლის ომის კომენტირებისას განაცხადა, რომ "აფხაზეთი აღარასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი“.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

მარია ზახაროვა საქართველოში ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა

დუმის სპიკერი: რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნა სახიფათოა

⭕ „ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები ათწლეულების მანძილზე უარს ამბობენ საკუთარ იდენტობაზე და ახლაც საკუთარი თავი სრულად გამოაჩინეს“ - აფხაზი ოპოზიციონერი