„ასტრაზენეკას“ ანტისხეულების ახალმა პრეპარატმა (კოქტეილმა) არა ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დაავადების მძიმე ფორმის და სიკვდილიანობის რისკი შეამცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ორი ანტისხეულის კომბინაციით შექმნილმა წამალმა სახელწოდებით AZD7442, კორონავირუსის მძიმე ფორმის და სიკვდილიანობის განვითარების რისკი 50%-ით შეამცირა იმ პაციენტებში, რომლებსაც სიმპტომები 7 ან ნაკლები დღის განმავლობაში ჰქონდათ.
პრეპარატმა, სიმპტომების და სიკვდილიანობის რისკის შემცირების უკეთესი შედეგი აჩვენა იმ პაციენტებში, რომლებმაც დაიწყეს თერაპია საწყისი სიმპტომებიდან სულ რაღაც 5 დღის განმავლობაში.
„ასტრაზენეკამ“ გასულ კვირას აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს, AZD744-ის გადაუდებელი გამოყენებისთვის მიმართა.
„ანტისხეულების პრეპარატით ადრეულ ჩარევას მნიშვნელოვნად შეუძლია შეამციროს მძიმე დაავადების პროგრესირება, ამასთან, ის დაცვას ექვს თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს“, - განაცხადა მენე პანგალოსმა „ასტრაზენეკას“ აღმასრულებელმა პრეზიდენტმა.
კვლევა ჩატარდა 13 ქვეყანაში და მასში მონაწილეობა მიიღო 900-ზე მეტმა ადამიანმა. AZD7442 შეიცავს ლაბორატორიული წარმოების ანტისხეულებს.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
👉 ნიდერლანდებში COVID-19-ის წამალი შექმნეს
👉 „ფაიზერმა Covid 19–ის პერორალური ანტივირუსული პრეპარატის დოზირების გამოცდა დაიწყო“ - ზაზა წერეთელი