მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოლნუპირავირი“ ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებს 50%-ით ამცირებს - კვლევა

„მოლნუპირავირი“ ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებს 50%-ით ამცირებს
1633170025
COVID-19

Merck-ის მიერ შექმნილი კოვიდსაწინააღმდეგო ანტივირუსული აბები ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებს 50%-ით ამცირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ შუალედური კლინიკური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დამტკიცების შემთხვევაში, პრეპარატი „მოლნუპირავირი“, რომელიც ვირუსის გენეტიკურ კოდში შეცდომების შეტანის მიზნით არის შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი პერორალური ანტივირუსული მედიკამენტი იქნება.

კომპანია Merck-მა და პარტნიორმა Ridgeback Biotherapeutics-მა განაცხადეს, რომ ისინი გეგმავენ, რაც შეიძლება მალე მოიპოვონ ქვეყნებში აბების გადაუდებელი გამოყენებისთვის საჭირო ავტორიზაცია.

„ეს შეცვლის დიალოგს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართონ COVID-19“,- განაცხადა Merck-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ დევისმა.

კვლევაში ლაბორატორიულად დადასტურებული მსუბუქი და ზომიერი ფორმის კოვიდპაციენტები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სიმპტომები არა უმეტეს ხუთი დღის განმავლობაში ჰქონდათ, ყველა პაციენტს, ერთი რისკფაქტორი ჰქონდა, სიმსუქნე ან ხანდაზმული ასაკი.

კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი არაეფექტურია იმ პაციენტებში, რომლებიც მძიმე დაავადებებით უკვე საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვაქცინის ორი დოზის მიღება თითქმის ანახევრებს იმის ალბათობას, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ დაგრჩეთ ე.წ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები“

👉 ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს - კვლევა

👉 ვაქცინები მუცლის მოშლის და თანდაყოლილი დეფექტების რისკს არ ზრდის

👉 ვაქცინას პანდემიის დამარცხებაში დიდი როლი აქვს