მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიდერლანდებში COVID-19-ის წამალი შექმნეს

კორონავირუსის პრეპარატი
1591023751
COVID-19

ნიდერლანდებში COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადეს.

"კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი 5-6 თვეში გამოჩნდება",- აღნიშნა ერასმუსის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ბიოლოგის პროფესორმა ფრენკ გროსველდმა.

მისი თქმით, კორონავირუსის ანტისხეულები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში აღმოაჩინეს, რამაც პრეპარატის სწრაფად შექმნის იმედი გააჩინა. როგორც მან აღნიშნა, წამლის გამოცდა ცოცხალ ორგანიზმებზე წარმატებით მიმდინარეობს.

"აღნიშნული პრეპარატი კორონავირუსის მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება მაღალი რისკის ჯგუფებში, პროფილაქტიკისთვის",-განაცხადა მეცნიერმა.

როგორც პროფესორმა აღნიშნა, პრეპარატის წარმოებას ამერიკული კომპანიას დაიწყებს. ნიდერლანდების მთავრობამ კორონავირუსის წამლის შესაქმნელად ასობით ათასი დოლარი გაიღო.