მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ? - New England Journal of Medicine კვლევა

„ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია
1626940439
COVID-19

„ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ისეთივე ეფექტიანია, როგორც ალფა ვარიანტის დროს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, ვაქცინები ძალიან ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად მსოფლიოში დომინანტია.

კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაქცინების ერთი დოზა საკმარისი არ არის მაღალი დაცვისთვის.

„ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტიანია „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში, ხოლო „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტიანობა 93.7%-ს შეადგენს.

ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი დოზა კი „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, ხოლო „ალფა“ ვარიანტის წინააღმდეგ 74.5%-ით ეფექტიანია.

„ვაქცინის ეფექტიანობაში მხოლოდ მცირე განსხვავებები აღინიშნა დელტას ვარიანტთან“ - აცხადებს ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი.

სრულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ „ფაიზერის“ ერთი დოზა 36% ეფექტური იყო, ხოლო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზა ეფექტიანი იყო დაახლოებით 30%-ით.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის სულ 72 შემთხვევაა დადასტურებული. ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“

👉 „ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა დღეს არ არი“

👉 „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია