მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპა ხანგრძლივი „ტვინდემიის“ საფრთხის წინაშე - კონტინენტზე გრიპის ვირუსი დაბრუნდა

ტვინდემია
1642414024
COVID-19

ტვინდემია - გრიპის ვირუსის დაბრუნების შემდეგ ევროპა ხანგრძლივი „ტვინდემიის“ საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ Reuters-ი იწყება. 

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ჩაკეტვამ, პირბადეების ტარებამ, სოციალური დისტანციის დაცვამ, ევროპაში სეზონური გრიპი დაამარცხა, მაგრამ ახლა ეს მოცემულობა შეიცვალა, რადგან ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად ნაკლებად მკაცრს ზომებს იღებენ. 

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან ევროპაში გრიპის ვირუსები მოსალოდნელზე მაღალი ტემპით ცირკულირებდა.

გრიპის საკითხებში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მთავარმა ექსპერტმა პასი პენტინენმა აღნიშნა, რომ ვირუსის დაბრუნება შესაძლოა, უჩვეულოდ ხანგრძლივი გრიპის სეზონის დასაწყისი იყოს, რომელიც ზაფხულამდე გაგრძელდება. 

„თუ ჩვენ დავიწყებთ ყველა შეზღუდვის მოხსნას, ეს გრიპის ცირკულაციას საგრძნობლად გაზრდის. კორონავირუსის არსებობის ფონზე კი „ტვინდემია“ ისედაც დატვირთულ ჯანდაცვის სისტემაზე კიდევ უფრო დიდ დატვირთვას მოახდენს“, - განაცხადა პენტინენმა. 

გრიპის დომინანტური შტამი, რომელიც ევროპაში ცირკულირებს, A ტიპის H3 ვირუსია, რომელიც ჩვეულებრივ ყველაზე მძიმე შემთხვევებს ხანდაზმულ ადამიანებში იწვევს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 „ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე