მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე Pia.ge
1642237401
COVID-19

ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ და „მედგიდის“ დამფუძნებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ „მთავარი არხის“ ეთერში, მასწავლებლების ვაქცინაციაზე ისაუბრეს. 

ექიმების თქმით, მასწავლებელთა დიდი ნაწილის ვაქცინაცია სავალდებულო იყო, რათა ბავშვები ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ. 

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო პედაგოგების მასობრივი იმუნიზაცია შემდგარიყო, რათა მათ აქვთ შეხება  ჩვენს შვილებთან და აქ უკვე ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე არის საუბარი. ბავშვები იწყებენ სწავლას, იწყებენ კონტაქტურად და ისინი ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან,  მით უმეტეს, როდესაც ფაქტობრივად დომინანტი ხდება „ომიკრონი, რომელიც არის ძალიან კონტაგიოზური“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

როგორც ვატო სურგულაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის სისტემა სწავლის დასაწყებად მოუმზადებელია  და დასძენს, რომ სკოლაში არამხოლოდ პედაგოგი, არამედ სკოლის მთელი ადმინისტრაცია უნდა იყოს ვაქცინირებული. 

„რეალური პრობლემა ისევ ვაქცინაციაა. უნდა იყოს აცრილი არა მარტო პედაგოგი, არამედ მთელი ადმინისტრაცია, დალაგების სამსახური და მანდატურები. კლასები არ უნდა იყოს გადატვირთული, ნიღბებით უნდა იყოს მომარაგებული კლასები და ის უნდა იცვლებოდეს ყოველ 2 საათში. ეს ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და გარდა ამისა სამწუხაროდ ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“, - აღნიშნავს ვატო სურგულაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵 ემართებათ თუ არა აცრილებს ომიკრონი აუცრელებზე ხშირად - ექსპერტების განმარტება

🔵 „თუ ინფიცირებულის კონტაქტი ხართ ან სიმპტომები გაქვთ, PCR და სწრაფი ტესტი უფასოდ გეკუთვნით“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი

🔵 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

🔵 „ომიკრონის“ დროს ბავშვებში გამოხატულია, გულისრევა და მუცლის ტკივილი“ - დავით რეხვიაშვილი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე