COVID-19

ქვეყანას მძიმე ზამთარი და მეხუთე ტალღა ელოდება - ჯანდაცვის ექსპერტები

ქვეყნას მძიმე ზამთარი და მეხუთე ტალღა ელოდება
1634380049
დაკოპირებულია

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და ექიმი ანი ქავთარაძე სატელევიზიო ეთერში, მეხუთე ტალღის დასაწყისზე და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ.

სპეციალისტების თქმით, ვაქცინაციის ტემპი კატასტროფულად დაწეულია.

„ქვეყანა იმეორებს ცუდ გამოცდილებას. ჩავარდა ფაქტობრივად ვაქცინაცია ქვეყანაში და ვადგავართ პოპულაციური იმუნიტეტის შექმნის ბუნებრივ გზას. გვექნება გაცილებით უფრო მძიმე შემოდგომა და ზამთარი, როგორც აღმოჩნდა გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ამას ველოდით“, - აღნიშნავს ექიმი ანი ქავთარაძე.

ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე, ასევე, ისაუბრა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე მიმართვიანობის ტემპმა კატასტროფულად დაიწია.

„პრაქტიკულად დასაწყისია მეხუთე ტალღის, შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. კატასტროფულად დაწეულია, აღარ ვიცი რა სიტყვა ვუწოდო, კატასტროფულად, მესამედი კი არა მეათედია იმ რაოდენობის მომართვიანობის, რაც აქამდე იყო. ჩემი მოსაზრება ასეთია, ვისაც უნდოდა ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა და დარჩენილ მოსახლეობასთან სერიოზული მუშაობაა საჭირო. ან უნდა დაწესდეს მანდატორულად, რომ უნდა იყვნენ აცრილები, სხვანაირად ვერ ვაჩერებთ პანდემიას. ასე თუ გაგრძელდება, ის სკოლები, რომლებიც ახლა გახსნილია, ონლაინ სწავლება მოუწევთ გადასვლა“, - აცხადებს მაია ჩხაიძე

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.1179 ლარი შეადგინა.
1638277643
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
ncdc-ის დირექტორის მოადგილე

„რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ ა...

„რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 
1638217587
ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომე...
„ახლა აქ ვიმყოფებით, ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ და ევროკავშირთან ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე დაწინაურების ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვართ“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.