მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეპიდვითარება მნიშვნელოვნად დამძიმებულია“ - ეპიდემიოლოგები

„ეპიდვითარება მნიშვნელოვნად დამძიმებულია“
1634189901
COVID-19

ეპიდემიოლოგებმა ოთარ ჩოკოშვილმა და ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრეს.

ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის თქმით, მოსალოდნელია გრიპის შემთხვევების მატებაც.

„დაავადების მორიგ ტალღასთან ვართ ახლოს, ალბათ მის საწყისს ეტაპზე. ასევე, გვექნება გრიპის შემთხვევების მატება და ეს კიდევ ალბათ უფრო დაამძიმებს სურათს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ. დაავადების თავიდან აცილების მთავარ რეკომენდაციებს წარმოადგენს კვლავ და კვლავ ინფექციის კონტროლის სპეციფიკური ღონისძიებები: პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა, სათანადო ვენტილაცია და რაც მთავარია, ვაქცინაცია. ვაქცინაცია, როგორც ამ დაავადების პრევენციის უმთავრესი იარაღი უნდა იყოს გამოყენებული ეფექტურად და დროულად“, - აცხადებს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს, ასევე, ეპიდემიოლოგი, ალექსანდრე გოგინავა და აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გააუარესა.

„საკმაოდ საყურადღებოა მდგომარეობა. ბოლო ორი დღის მონაცემები საგანგაშო არის. ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია და სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება. ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, გაჭირდება წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს სრულად ვაქცინირებული. ვაქცინაცია წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საშუალებას პანდემიებთან და ეპიდემიებთან ბრძოლაში. აუცილებელია რეკომენდაციების დაცვაც“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე