მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბავშვებში ინფიცირებამ იმატა“ - დავით რეხვიაშვილი

პისიარ ტესტირებით დადგინდა რომ 1 პაციენტთან არის დელტა შტამი და ეს პაციენტი არის აფხაზეთიდან
1634287882
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში, პედიატრიულ კლინიკებში გაზრდილ მიმართვიანობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რეგულაციების დაცვა ნაკლებად ხდება და ვითარება საგანგაშოა.

დავით რეხვიაშვილი, მომართვიანობის გაზრდას და ეპიდსიტუაციის გაუარესებას ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებს.

„სამწუხაროდ, ძირითადი მატება არის მცირე ასაკის ბავშვებში, ბაღის და კიდევ უფრო მცირე ასაკის კონტინგენტში. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ამ ეტაპზე ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილება სრულად არის დატვირთული, სადაც 27 პაციენტი მკურნალობს. დღევანდელი მდგომარეობით მათგან არცერთი არ იმყოფება აპარატულ მხარდაჭერაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა სრულად დატვირთულია, მხოლოდ 4 მშობელია, რომელიც ვაქცინირებულია, უმეტესობა მშობლებისა არავაქცინირებულია. ძირითადი გადადება მოხდა საყოფაცხოვრებო კონტაქტით“, - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე