მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მომავალი ორი კვირა საკმაოდ კრიტიკული იქნება“ - ვახტანგ კალოიანი

ვახტანგ კალოიანი
1643356233
COVID-19

„მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული“, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ძირითადი დატვირთვა ლაბორატორიულ სისტემასა და პირველად ჯანდაცვაზე მოდის.

„ახლა ვართ ძირითადი გავრცელების ფაზაში, ძალიან ბევრი ინფიცირებულია, რომელთა რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა ძირითადი დატვირთვა მოდის ლაბორატორიულ სისტემასა და პირველად ჯანდაცვაზე, რომელიც მოიცავს ონლაინ კლინიკებსა და ოჯახის ექიმებს.

მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული, გამოჩნდება, თუ რამდენად დამძიმდება პაციენტთა მდგომარეობა და სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყებს ინფიცირების მაჩვენებელი კლებას“, - აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „კორონავირუსი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება“ - გიორგი ფხაკაძე

„ომიკრონი“ არის ჩვეულებრივ მიმდინარე სეზონური გრიპი“ - ზურაბ აზარაშვილი

კორონავირუსი გაცილებით დიდი რისკია გულისთვის, ვიდრე ვაქცინაცია - კვლევა

„ანტისხეულების დაბალი დონე უფრო ხშირია მათში, ვისაც ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა“ - ზაზა წერეთელი

დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

„ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი“ - თენგიზ ცერცვაძე