მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“
1643228279
COVID-19

„ის, რომ „ომიკრონი“ არის დასასრულის დასაწყისი არის ტყუილი და არასწორი წინადადება“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ჯორჯიან თაიმსის ეთერში განაცხადა.  

მისი თქმით, მუტაციები იმ რეგიონებიდან წამოვიდა სადაც ადამიანები აცრილები არ იყვნენ.

„დასაწყისში, როცა კოვიდი წამოვიდა, არავინ იცოდა, რომ ასეთი ვერაგი იქნებოდა როგორიც ახლა არის. კორონავირუსის გამრავლება ყველგან სხვადასხვაგვარად მოხდა. მუტაციები იმ რეგიონებიდან წამოვიდა სადაც ადამიანები აცრილები არ იყვნენ.

ის, რომ „ომიკრონი“ არის დასასრულის დასაწყისი არის ტყუილი და არასწორი წინადადება. ამით კორონავირუსი არ მთავრდება. ის, რომ კორონა არის გრიპი - ტყუილია. ყველაზე რთული მომენტი, რაც არის კოვიდის დროს არის პოსტკოვიდური მდგომარეობა. ის იწვევს: თმების ცვენას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებას, სუნთქვის პრობლემას, აზიანებს ტვინის უჯრედებს, ასევე, გახშირდა დიაბეტის შემთხვევები“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

კითხვას კოვიდ 19-ის დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ  შემდეგნაირად უპასუხა:

„დელტა  ვერაგია, ის ვითარდებოდა ფილტვებში და ფილტვების დაზიანებიდან იწყებოდა ყველაფერი. დელტა ვარიანტის დროს, ადამიანებს ჰქონდათ უფრო მძიმე პროცესი ინფიცირებისას, ასევე, ინფიცირების შემდეგ იყო ძალიან რთული პოსტკოვიდური მდგომარეობა. ძირითადად ეს იყო, სუნთქვის უკმარისობა, დაზიანებული იყო ფილტვები და ლეტალობა იყო მაღალი.

„ომიკრონის“ მიმდინარეობა მძიმე არ არის, რადგან ის არ აზიანებს ფილტვებს. თუ იმუნური სისტემა არის დაზიანებული, განსაკუთრებით ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისათვის ის მაინც კოვიდი არის, შედის ორგანიზმი და მიდის იქ სადაც ორგანიზმი არის დაზიანებული და ურტყამს. წამოვიდა კვლევები, რომ  „ომიკრონიც“ აზიანებს სუსტ ორგანოებს. „ომიკრონ“ გადატანილებს აქვთ ყველა ის პოსტკოვიდური ბუკეტი, რომელიც აქვს სხვა პაციენტებს, რომელსაც გადაიტანეს სხვა ვარიანტი. პაციენტებმა, რომლებმაც გადაიტანეს დელტა სინდრომით 80%-მდე პირველი ექვსი თვის მანძილზე ემართებათ პოსტკოვიდური მდგომარეობა. იმ პაციენტს, რომელმაც გადაიტანა დელტა უსიმპტომოდ 60%-მდე,პირველ ექვს თვეში ემართება  სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური მდგომარეობა“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი