მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი
1643229904
COVID-19

ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ უახლოესი 2-3 თვის მანძილზე არ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი, პრინციპულად განსხვავებული და სერიოზული შტამი“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მხოლოდ ვაქცინაციით პანდემიის დაძლევა რთულია. 

დაასრულებს, თუ არა ომიკრონი პანდემიას? გეტყვით ასეთ რამეს, თუ არ გაჩნდა კიდევ ახალი სერიოზული შტამი, შტამები სულ ჩნდება, მაგრამ ისეთი სერიოზული, როგორიც იყო დელტა და როგორიც არის „ომიკრონი“, თუ არ გაჩნდა, აუცილებლად დაასრულებს და რატომ? - ვაქცინაცია მიუხედავად შეფერხებებისა, მაინც მიდის წინ და მაინც გვეყოლება 80% მოსახლეობის აცრილი ჩვენთანაც კი და იმ სიცარიელეს, რაც დარჩა ვაქცინაციის შემდეგ, შეავსებს ახალი მედიკამენტები ტაბლეტირებული „ფაიზერის“ და ნაწილობრივ „მერკის“.

ეს კომბინაცია გამოცდილია მსოფლიოს მიერ, ცალკე ვაქცინაციით ძნელია პანდემიის დაძლევა, მაგრამ გაცილებით იოლია ეფექტიანი ვაქცინის და ეფექტიანი მედიკამენტის, მით უმეტეს ტაბლეტირების გამოყენებით. ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ უახლოესი 2-3 თვის მანძილზე არ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი, პრინციპულად განსხვავებული და სერიოზული შტამი“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი