მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება“ - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე Pia.ge
1643275163
COVID-19

„კორონავირუსი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. 

ფხაკაძის თქმით, 100 კოვიდინფიცირებულიდან შვილის ყოლას 30 კაცი ვერ შეძლებს. 

„კოვიდინფიცირებულ ადამიანებში, სამწუხაროდ სპერმის ხარისხი ძალიან დავარდნილია. ყვითელი პრესა არ არის, ვსაუბრობთ კონკრეტული კვლევებით. კონკრეტული ადამიანები არიან, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ. ძალიან რთული პრობლემაა, ბოდიში მაგრამ ეს არ არის გრიპი. გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება. ამაში არის განსხვავება, რა ენაზე ვთქვა, მარტივად ვამბობ 100 კაციდან 30 ვერ გააკეთებს ბავშვს. 

მეცნიერული კვლევებით არის დადასტურებული 30-ზე მეტ ქვეყანაში. ამის გამო არის სტრესი, დეპრესია და სუიციდი. ამიტომ ვამბობ, გაუფრთხილდით თავს და მაქსიმალურად დაიცავით წესები“, - აცხადებს ფხაკაძე. 

ამასთან, ფხაკაძემ სამედიცინო პირბადეების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომიკრონის გავრცელების შემთხვევაში ამ კუთხით გამოწვევა არსებობს. 

„სამწუხაროდ ომიკრონს სხვა შტამებთან შედარებით, ძალიან ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს. საუბარია იმაზე, რომ გაცილებით ძლიერი პირბადეები გვჭირდება, განსაკუთრებით კი ხალხმრავალ ადგილებში. 2 სამედიცინო პირბადის გამოყენება სასურველია ან უნდა გამოიყენოთ FFP2 ან N95“, - დასძინა ფხაკაძემ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

✔️ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

✔️ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

✔️ დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

✔️  რამდენჯერ უნდა აიცრას ადამიანი ბუსტერ დოზით? - კულუმბეგოვის განმარტება