COVID-19

„პოსტკოვიდური გართულებების გამო საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%-მდე შრომისუნარიანობას დაკარგავს“ - გიორგი ფხაკაძე

„არჩევნები არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მოხდეს ეპიდემიის დროს“
1643021505
დაკოპირებულია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტკოვიდური ტალღის შესახებ წერს. 

მისი თქმით, პოსტკოვიდური სინდრომის გამო საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება. 

„საქართველოში პოსტკოვიდური ტალღა უკვე დაიწყო. სავარაუდოდ, საქართველოში კოვიდინფიცირებულების 60%-ს პოსტკოვიდური პრობლემები ექნება. სავარაუდოდ, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%-მდე შრომისუნარიანობას დაკარგავს პოსტკოვიდური გართულებების გამო.

„პოსტკოვიდური სინდრომის“ ანუ „გრძელი კოვიდის“ ტალღა უკვე ურტყამს არაერთ ეკონომიკას, სადაც ინფიცირების დონე მაღალი იყო. სავარაუდოდ, 1890 წლის „რუსული გრიპის“ დროს და 1918 წლის „ესპანური გრიპის“ დროს იყოს ეს „პოსტგრიპული“ ტალღა. არსებული ისტორიული წყაროებიდან საუკეთესო მაგალითია ტანზანიაში ესპანური გრიპის შემდეგ შიმშილი, ვინაიდან გლეხებს არ შეეძლოთ მოსავლის მოყვანა.

შვეიცარიაში შარშან ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქვეყანაში პოსტკოვიდი კოვიდგადატანილების 53% აქვს და, ზოგადად, მსოფლიოს მონაცემებით კი 60%-მდეა. ბრიტანეთში ამჟამად მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა „პოსტკოვიდი“ და ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ 19% ფიზიკურად ვეღარ მუშაობენ ჯანმრთელობის გაუარესების გამო“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა

„ომიკრონისთვის“ რეინფიცირება დამახასიათებელია, მოსალოდნელია გაორმაგებული ყოველდღიურ ინფიცირებულთა რიცხვი“ - ეპიდემიოლოგები

COVID 19-მა შესაძლოა, დააჩქაროს ნეიროდეგენერაციული დაავადებების შემდგომი განვითარება, როგორიცაა ალცჰაიმერის ან პარკინსონის დაავადებები - ზაზა წერეთელი

„უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გახდება ავად“ - პაატა იმნაძე

არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად - ბიძინა კულუმბეგოვი

„პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“ - დავით გადელია