მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა

ალექსანდრე თავართქილაძის ნოვაცია
1643024475
COVID-19

ქართველი ექიმი კოვიდპაციენტებს მის მიერ შექმნილი საკვები დანამატით „სულაჟერით“ მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

მოქალაქეები წერენ, რომ საკვებმა დანამატმა კოვიდპაციენტების მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და სიკვდილისგან იხსნა. 

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის კლინიკური მენეჯერი ზაზა ლურსმანაშვილი სხვადასხვა ასაკის პაციენტებში „სულაჟერის“ გამოყენების ეფექტს დინამიკაში აღწერს და წერს, რომ აღნიშნული დანამატი სამედიცინო შედევრია.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს განუცხადა, არც ერთ პაციენტს, რომელთა მკურნალობაშიც „სულაჟერი“ გამოიყენება, გვერდითი მოვლენები და უკუჩვენება არ ჰქონია. პაციენტებს კი მკურნალობაში ჩართვამდე მიეწოდებათ ინფორმაცია საკვები დანამატის მოქმედების შესახებ. 

მისივე ინფორმაციით, „სულაჟერის“ კვლევები რამდენიმე საავადმყოფოში მიმდინარეობს და ის ამჟამად აფთიაქებში არ იყიდება. 

„კოვიდის საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი „სულაჟერი“ (კაფსულები და პერორალური ამპულები) შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში (გვ.85). საიტი: soulageur.com 

„სულაჟერი“ ამ ეტაპზე გაყიდვაში არაა.

კვლევები მიმდინარეობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „მიხაილოვში“ და საჩხერის საავადმყოფოში. დღეის მდგომარეობით, ე.წ. მიხაილოვის კლინიკაში, „სულაჟერით“ მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად 21.

პაციენტის ჩართვის კრიტერიუმებს წარმოადგენს:

1️⃣ სატურაცია >90% ატმოსფერულ ჰაერზე

2️⃣ ასაკი 18 წლიდან ზემოთ

3️⃣ კოვიდის სიმპტომების დაწყებიდან არაუმეტეს 7 დღე

4️⃣ გამონაკლისი იქნა დაშვებული რეანიმაციის განყოფილებაში მყოფ 3 უმძიმეს პაციენტზე, რომლებიც „სულაჟერის“ მკურნალობაში ჩაერთვნენ დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 12-14 დღის შემდეგ თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 19 პაციენტი. 7 მათგანი კლინიკიდან გაეწერა შემოსვლიდან 6-7 დღეში, ხოლო 3 პაციენტი გაწერა 10 დღეში. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 4 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში შემოსვლიდან 7 დღეში გაწერილი პირველი პაციენტის ასაკი 87 წ.
არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მისი გადაყვანა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მითუმეტეს სიკვდილი.

განსაკუთრებით საყურადღებოა რეანიმაციის განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტის შემთხვევა.

1️⃣ მამაკაცი, 57 წლის, ჭარბწონიანი (210 კგ). ანამნეზში: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, ჰიპერტონული დაავადება, ქრონიკული ვენური უკმარისობა. შემოსვლისას სატურაცია ატმოსფერულ ჰაერზე: 82%, სუნთქვის სიხშირე 33

მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც დინამიკაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბაზისურ მკურნალობასთან ერთად, სიმპტომების დაწყებიდან მე-14 დღეს, მკურნალობაში ჩაერთო „სულაჟერი“ ჯერ კაფსულების სახით ( 3 კაფსულა დღეში სამჯერ), ხოლო 5 დღის შემდეგ „სულაჟერის“ პერორალური ამპულები, 3 ამპულა ყოველ 8 საათში ერთხელ. აღსანიშნავია, რომ „სულაჟერის“ ჩართვის პირველ დღეს პაციენტის სატურაცია იყო 50-55% ჟანგბადის მაღალნაკადური მიწოდების ფონზე. „სულაჟერის“ მიღებიდან მე-10 დღეს სატურაცია გახდა 92%. მოგვიანებით, 12 დღის განმავლობაში, დინამიკაში დაკვირვების შემდეგ, პაციენტმა დატოვა კლინიკა.

2️⃣ მამაკაცი, 73 წლის. თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, კახექსიური, ძილიანი, პერიოდულად აგზნების და ჰალუცინაციების ეპიზოდებით, სიმპტომების სავარაუდო დაწყებიდან მე-8 დღეს, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში. სატურაცია 87% ატმოსფერულ ჰაერზე. ლაბორატორიული მონაცემებიდან, სხვა პარამეტრებთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებო იყო: ინტერლეიკინი - 836. მკურნალობის სქემაში „სულაჟერი“ ჩაერთო შემოსვლიდან მე-6 დღეს და შედეგად, 4 დღეში ინტერლეიკინის მაჩვენებელი გახდა 33. პაციენტი შემოსვლიდან 13 დღეში გაეწერა კლინიკიდან

3️⃣ ქალბატონი, 34 წლის. მოთავსდა თერაპიის განყოფილებაში. მოგვიანებით, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და გადაყვანილ იქნა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ის დააინტუბირეს და გადაიყვანეს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე

დინამიკაში მდგომარეობა დამძიმდა, მკვეთრად მოიმატა ანთების მარკერებმა, ჰემოდინამიკა გახდა არასტაბილური, გამოავლინა კანქვეშა ემფიზემა, მიკროცირკულაციის მოშლა. ფხვ-ს აგრესიულ პარამეტრებზე, სატურაცია 50-70%-ის ფარგლებში. ვაზოინოტროპული მედიკამენტების მაქსიმალური დოზების ფონზე, არტერიული წნევა 70 მმ-ის ფარგლებში. შემოსვლიდან 2 კვირის შემდეგ დაწყებულ იქნა „სულაჟერი“-ს პერორალური ამპულებით მკურნალობა. 3 ამპულა 8 საათში ერთხელ.

მე-5 დღიდან დაიწყო ვაზოინოტროპული მედიკამენტების დოზის შემცირება, სატურაციის მაჩვენებლის მატება, ანთების მარკერების შემცირება, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. „სულაჟერით“ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში პაციენტს შეუწყდა ფხვ, გამოსწორდა სატურაცია და ჰემოდინამიკური მაჩვენებლები. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური.

თავისუფლად ამოძრავებს კიდურებს. დღეის მდგომარეობით აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში, იკვებება ზონდის გარეშე, გადაადგილდება დამოუკიდებლად. კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს ამ „სულაჟერმა“, კარგად არ ვიცი“, - აღნიშნავს ზაზა ლურსმანიშვილი. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „ხველა, გამონაყარი, მუცლის ტკივილი“ - რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა პოსტკოვიდურ პერიოდში

⭕ „სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

⭕ „ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

⭕ „სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება“ - ლევან ფერაძე

⭕ ომიკრონი გაციებას ჰგავს, კოვიდგადატანილი ომიკრონისგან დაცულია - ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება